თავში

რა ხდება რაჭაში - PHOTO - VIDEO

რა ხდება რაჭაში - PHOTO - VIDEO
რა ხდება რაჭაში - PHOTO - VIDEO

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე საბაგირო მაგისტრალები მოაწყეს.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა.

ცნობისთვის, ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system