თავში

რა შემთხვევაში ჩაირთვება გამოცდაზე კონდიციონერი - განმარტება

რა შემთხვევაში ჩაირთვება გამოცდაზე კონდიციონერი - განმარტება
რა შემთხვევაში ჩაირთვება გამოცდაზე კონდიციონერი - განმარტება

თუ საგამოცდო ოთახში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, აბიტურიენტებს კონდიციონერებს ჩაურთავენ, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლებათ.

,,აბიტურიენტი აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს გამოცდაზე, თავის მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით. მას გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე (რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა იყოს ყველგან ღია), შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან.

ფაქტობრივად, ჩვენ კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ გამოცდები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system