თავში

რას ამბობენ ექიმები საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ

რას ამბობენ ექიმები საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ
რას ამბობენ ექიმები საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ

საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ, ექიმი მაკა ბულეიშვილის ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს შტამი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, მას „განსაკუთრებული თვისებები“ ჰქონდეს.

„ეს შტამი საფრანგეთში აღმოჩნდა და სერიოზული კვლევაა დაწყებული. დაინფიცირების მატებაც ფიქსირდება. მწირი ინფორმაცია, რაც გვაქვს, ისაა, რომ იგი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ახალი შტამის შემდგომი თვისებები ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება, ასევე, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რა სახის დაზიანებას გამოიწვევს ორგანიზმში, რა სახის სიმპტომებით იქნება", - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ ამ მუტაციას შეიძლება ვირუსოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და კლინიკური გამორჩეული თავისებურება არ ჰქონდეს.

" 46 მუტაციაა ჯამში და აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში. ეს არის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე. განიხილავს თუ არა მომავალში ჯანმო ამ მუტაციას შეშფოთების კატეგორიად, თუ დარჩება ინტერესის მუტაციების კატეგორიაში, არ გვაქვს ინფორმაცია.

გამოჩნდა უკვე ახალი მუტაცია „ომიკრონის“ ფონზე. შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა, თუმცა მას სჭირდება შეფასება. საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა.

საფრანგეთის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კორონავირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, არის უპრეცედენტო. დღემდე არსებულ ვირუსს, არცერთს ჰქონია მსგავსი რაოდენობის მუტაცია. ნებისმიერი ტიპის მუტაციის შეფასებისას ჯანმო იყენებს 2 ტიპის კლასიფიკაციას. პირველი, ეს არის ინტერესის მუტაცია - ეს არის ის მუტაცია, რომელსაც არ შეუძლია იყოს უფრო მეტად გადამდები, მძიმე და მასზე ვაქცინები მოქმედებენ კარგად და მეორე, ყველაზე საშიში და სახიფათო.

ამ მუტაციაში 5 ტიპის ვარიანტია შესული: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და „ომიკრონი“. ეს მუტაციები განსხვავდებიან სხვა მუტაციებისგან 3 ძირითადი მახასიათებლით,- სისწრაფით და იოლად გადამდებლობით, იწვევს საშიშ და მძიმე დაავადებებს, ვაქცინის ეფექტიანობა არის ნაკლები"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მედიკოსებმა COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system