თავში

რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე

რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე
რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდსასტუმროდან გაწერილი 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაკეთდა. როგორც სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განმარტა, ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო. 

,,საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. შემდგომში მოხდა მისი საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად. გაწერისას მოხდა ამ პირის შეფასება ექიმის მხრიდან, თავს გრძნობდა კარგად. მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მის მიერ რამდენჯერმე მოხდა ექიმთან მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს გრძნობდა კარგად. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია გულის უეცარი გაჩერება. მიმდინარეობს მოკვლევა", – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system