თავში

რას ნიშნავს დიაგნოზი, რომელიც კახა კალაძეს დაუსვეს

რას ნიშნავს დიაგნოზი, რომელიც კახა კალაძეს დაუსვეს
რას ნიშნავს დიაგნოზი, რომელიც კახა კალაძეს დაუსვეს

დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც ის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. კახა კალაძეს შესაბამისი კვლევები უტარდება. 

ცნობისთვის, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.

დაავადების მიზეზებია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; მაღალი არტერიული წნევა; ათეროსკლეროზი; ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია; არტერიების გასკდომა; სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება; ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი; სისხლძარღვების ანთება; შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება; ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით; ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით: თავბრუსხვევა; კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა; გულის რევა; ღებინება; ოფლიანობა; გულისცემის ცვლილებები; არტერიული წნევის დონის ცვლილებები; შექანება; ვარდნის შეგრძნება; უხერხული შეგრძნება კიდურებში; დაბნეულობა; სწრაფად დაღლა; სისუსტე; ნეიროსენსორული სიყრუე. 

ვრცლად დაავადების შესახებ იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system