თავში

რატომ მოიმატა ,,უცნობი წყაროების" რაოდენობამ

რატომ მოიმატა ,,უცნობი წყაროების" რაოდენობამ
რატომ მოიმატა ,,უცნობი წყაროების რაოდენობამ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის უცნობი წყაროების მომატება იმის შედეგია, რომ საზოგადოება რეკომენდაციებსა და პირადი დაცვის წესებს სწორად არ იცავს. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, თითოეული მოქალაქისთვის კოვიდინფიცირების ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უცნობი წყარო.

ეზუგბაია განმარტავს, რომ, შესაძლოა, ყველა ინფიცირების წყაროს მოძიება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. მისივე თქმით, მთავარია თითოეულმა მოქალაქემ თავი სწორად დაიცვას.

,,ღრმა, ჩაძიებული კვლევით, პირველწყაროების დადგენა შეიძლება, უკვე ძნელია თქმა, რამდენ წყაროეზეა საუბარი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ცნობილი თუ უცნობი წყარო, არანაირ განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს ქვეყნისგან და თითოეული მოქალაქისგან, თუ წყარო დადგენილი იქნება და იმასთან კონტაქტი იქნება თუ დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული იქნება ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ  ჩვენ, რაღაცნაირად, არ ვიქცევით სწორად. არ  ვიცავთ სოციალურ დისტანციას და არ ვიყენებთ პირადი დაცვის საშუალებებს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, წყარო ვიცით თუ არა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც უცნობ წყაროებთან. 

,,ჩვენთვის ყველაფერი უცნობი უნდა იყოს. ჩვენი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს, როგორც უცნობი წყაროსთან ურთიერთობა. უნდა ვიყოთ სოციალურ დისტანცირებაში და თავი უნდა დავიცვათ სწორად. ამიტომ, ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც უცნობი წყარო. თუ გაირკვევა, რომ ნაცნობი წყაროა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ქმედებებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ თავიანთ კარგ მუშაობას და მოხდება ყველა წყაროს მოძიება. შეიძლება ყველას მოძიება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა, მაინც გრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, ეს არის ჩვენი თავდაცვა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდამათგან ორის წყარო უცნობია. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში 879 კოვიდიინფიცირებულია, მათგან 704 გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system