თავში

რატომ გავქრი აციებიდან? მეორე შვილს მიკლავდით - ზაზა სარალიძე

რატომ გავქრი აციებიდან? მეორე შვილს მიკლავდით - ზაზა სარალიძე
რატომ გავქრი აციებიდან? მეორე შვილს მიკლავდით - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე "რეაქციაში" საუბრობს იმაზე, თუ რატომ აღარ ჩანს ის აქციებზე.

"ზაზა სარალიძემ შვილი გაყიდაო, ვის მივყიდე ჩემი მოკლული შვილი? მოვიდნენ და ამიხსნან? მოვიდეს ღარიბაშვილი, რომ მომიგზავნა აქ ხალხი… ამით უნდათ კოვიდ სტატისტიკა გადაფარონ? კი, ბატონო გავყიდე, მივყიდე ჩემ მეორე შვილს. გაინტერესებთ რატომ გავქრი აქციებიდან? იმიტომ რომ მარიამმა (დავით სარალიძის და) პირდაპირ დასვა საკითხი - მარტო ერთი შვილი გყავდათ? ფეხებზე მეკიდა უკვე, ვინ რას იტყოდით, მეორე შვილს მიკლავდით უკვე. იმით მიკლავდით, რომ კალანდია დაიჭირეს და არ გესიამოვნათ. მკვლელის დაჭერა არ გესიამოვნათ საქართველოში, თქვენ ხალხი ხართ?… ზაზა სარალიძის პოლიტიკურად გამოყენება უნდოდათ - ვერ მოესწრებით ვერასდროს," - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მისი შვილის, დათუნა სარალიძის მკვლელების შეწყალებას სთხოვს.

მან ასევე თქვა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო ვიღაცები მიუგზავნეს და ემუქრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system