თავში

რატომ შეფერხდა მეტროს მუშაობა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

რატომ შეფერხდა მეტროს მუშაობა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
რატომ შეფერხდა მეტროს მუშაობა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, 14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.

ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system