თავში

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება
რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი აჭარას უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში არსებული მონაცემები იძლევა იმედს, რომ სიტუაცია სტაბილურია და მალე შემთხვევების ლოკალიზებაც მოხდება.

გუშინ გვქონდა 3 306 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 196 და დღევანდელი მონაცემებით გახლავთ 3 502 შემთხვევა.

ეს 196 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ. 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19 - ქუთაისი, 6 არის სამეგრელო-ზემო სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1 - შიდა ქართლი, 4 - გურია, 2 - მცხეთამთიანეთი, 1 - კახეთი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 13-ით. იყო 1481 და ახლა გახლავთ 1494. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 43“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კოვიდ ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობენ და მეთვალყურეობის ქვეშ არის 1981 პაციენტი და აქედან 836 არის კოვიდცენტრებში მოთავსებული და გადის მკურნალობას. ამათ შორის არის 15 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 80-მდე მძიმე პაციენტი. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system