თავში

"რისკი ძალიან მაღალია, რომ სისტემა ვერ გაუმკლავდეს" - ივანე ჩხაიძე მეექვსე ტალღას პროგნოზირებს

"რისკი ძალიან მაღალია, რომ სისტემა ვერ გაუმკლავდეს" - ივანე ჩხაიძე მეექვსე ტალღას პროგნოზირებს
რისკი ძალიან მაღალია, რომ სისტემა ვერ გაუმკლავდეს - ივანე ჩხაიძე მეექვსე ტალღას პროგნოზირებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი და იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის დაწყებას არ გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინები იმოქმედებს, თუმცა არა ინფიცირებისგან დაცვის, არამედ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის თვალსაზრისით.

„შეიძლება იყოს "მეექვსე ტალღა", ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, როდესაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ ვირუსს, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, ძალიან მალე გახდება დომინანტური.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system