თავში

როდის გაუქმდება ე.წ. კომენდატის საათი - ტიკარაძის განმარტება

როდის გაუქმდება ე.წ. კომენდატის საათი - ტიკარაძის განმარტება
როდის გაუქმდება ე.წ. კომენდატის საათი - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მას მხარდაჭერა სჭირდება, რათა უსაფრთხოების ზომები იყოს მაქსიმალურად დაცული. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას ამ ეტაპზე ვერ დაგვპირდება. 

"ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ამას ვერ დაგპირდებით. მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა, მინიმალური სოციალური ღონისძიებები, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე ნიღბის ტარება მაქსიმალურად, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 75%-მდეა აწეული. მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშნული 95%-მდე იყოს აწეული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

შეგახსენებთ, გადაადგილების შეზღუდვა ქვეყანაში გასული წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system