თავში

როდის მოიხსნება "კომენდატის საათი" - გამყრელიძის განმარტება

როდის მოიხსნება "კომენდატის საათი" - გამყრელიძის განმარტება
როდის მოიხსნება კომენდატის საათი - გამყრელიძის განმარტება

დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა იყო, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

„1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 273 137 შემთხვევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system