თავში

როგორია ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა - საუნივერსიტეტო კლინიკის განმარტება

როგორია ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა
როგორია ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა - საუნივერსიტეტო კლინიკის განმარტება

 27 წლის ექთნის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ.

ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდან. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.

აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system