თავში

როგორია საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მასთან ერთად დაჭრილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა მაია ესებუამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი ამ დროისათვის ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. 

"დაჭრილი არის 26 წლის კაცი, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. მას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა ხერხემლის არეში, გაეწია სათანადო დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. 

მეორე პაციენტი შემოიყვანეს დაახლოებით 2 საათის შემდეგ. აქ აღინიშნებოდა ექსკორიაციები სახისა და თავის არეში და ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system