თავში

როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება

როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება
როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება

"ბოლო სამი დღის განამვლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიური განმეორებითი ტესტირება მიმიდინაროებს, როგორც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა, ასევე, თვითონ ლენჯერის თემში მყოფი მოსახლეობის,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა.

მისივე განცხადებით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება.

"ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირია გამოკვლეული. აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი, დაცვის პოლიციის 75 თანამშრომელი, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ასევე, დაბა მესტიის საავადმყოფოს 46 თანამშრომელი. ლენჯერის თემში განმეორებითი კვლევებისას ჩვენ კიდევ 7 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ჯამში კი, ლენჯერის თემსა და მის გრეთ 11 შემთხვევა აღმოჩნდა. უმეტესობა გადაყვანილია სამკურნალოდ," - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ზოგადად ეპიდემიოლოგიურ სურათს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system