თავში

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ციხის ექიმის განცხადება

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ციხის ექიმის განცხადება
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ციხის ექიმის განცხადება

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი სანდრო მათეშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პენიტენციურ სამსახურში გამართულ ბრიფინზე ექიმმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, რის გამოც მდგომარეობა გაუარესებული იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესებულია.

"იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღე არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაცინეტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები, მათ შორის კალიუმის დონე, გაუმჯობესდა. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს დანიშნული მედიკამენტების მიღებას. მისი მდომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა სანდრო მათეშვილმა.

მათეშვილის განცხადებით, დაწესებულებას მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობის მართვის და მათი შიმშილის შემდგომი რეაბილიტაციის დიდი გამოცდილება აქვს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ საქმოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ის მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system