თავში

როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

გიორგი გამსახურდია ძმის ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე რეაბილიტაციას წეროვანის ცენტრში გადის და მისი მკურნალობა შედეგიანია.

"ჩემი ძმა ამ ეტაპისთვის იმყოფება წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც პრემიერის დახმარებით გადაიყვანეს. ჯანდაცვის უწყებამ ჩათვალა, რომ უპრიანი იქნებოდა, მისი იქ ყოფნა და ყოველდღიურად რაღაც შედეგებზე მივდივართ. საკმაოდ იმედიანად ვართ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება", - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს კი, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლით, ხოლო, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system