თავში

როგორია "ინდური შტამით" ინფიცირებული მოქალაქეების მდგომარეობა - განმარტება

როგორია "ინდური შტამით" ინფიცირებული მოქალაქეების მდგომარეობა - განმარტება
როგორია ინდური შტამით ინფიცირებული მოქალაქეების მდგომარეობა - განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს 2 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც "ინდური შტამით" დაინფიცირდენ, სტაბილურია. 

იმნაძის თქმით, მათ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ.

"ორი მოქალაქე, რომლებსაც ინდური შტამი დაუფიქსირდათ და ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, მათ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ. არც ერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემთხვევები 27 მაისს დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system