თავში

რომელ ვაქცინას იყიდის საქართველო

რომელ ვაქცინას იყიდის საქართველო
რომელ ვაქცინას იყიდის საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტი-აპრილისთვის დაიწყება.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ხელშეკრულება COVAX პლატფორმასთან გააფორმა, თუმცა, ამ ეტაპზე, უცნობია, რომელ ვაქცინას მიანიჭებს უპირატესობას საქართველო.

" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ჩვენც ვაქცინაცია. ამისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც დავამყარეთ თანამშრომლობა COVAX პლატფორმასთან. 

ეს არის სპეციალურად შექმნილი პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi) საფუძველზე და მისი დანიშნულებაა, 170-მდე ქვეყანას მიაწოდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როდესაც მათ დაამტკიცებენ ჯანმო, „ევროპის წამლის სააგენტო“ და „აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტო“.

უკვე გადავრიცხეთ პირველი შენატანი, დაახლოებით 4 მლნ დოლარი, სულ კი 17 მილიონ დოლარამდე გვექნება გადასახდელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტი-აპრილისთვის დაიწყება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system