თავში

წყალტუბოში ხანძარს ორი ქალი ემსხვერპლა - PHOTO

წყალტუბოში ხანძარს ორი ქალი ემსხვერპლა - PHOTO
წყალტუბოში ხანძარს ორი ქალი ემსხვერპლა - PHOTO

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს 65 წლამდე ქალების სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის შედეგად, შენობის მეორე სართულზე, ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა. ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system