თავში

"რუსთავის აზოტის" ხელმძღვანელებსა და მუშებს შორის 7-საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა

"რუსთავის აზოტის" ხელმძღვანელებსა დ
რუსთავის აზოტის ხელმძღვანელებსა და მუშებს შორის 7-საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა

„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან 7-საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მედიატორის როლს ასრულებდნენშეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცულებს უთხრეს, რომ მოლაპარაკებებში აღარ ჩაერთვებიან და მათთან ერთად დაელოდებიან კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას. მათივე ცნობით, "აზოტის" ხელმძღვანელობა საკუთარ შეთავაზებას ხვალ გააჟღერებს. 

„საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო, დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოლაპარაკება ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სამუშაო პირობებს, რომელიც დღეს ვნახე და ადგილზე გავეცანი. გვინდოდა, მეტ კონკრეტულ საკითხზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ამის მზაობა დღეს არ არის. მოსახლეობასთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უკვე სამი დღეა, პროტესტს გამოხატავენ, დავრჩები იქამდე, ვიდრე კომპრომისი არ მოიძებნება და გადაწყვეტილებამდე არ მივალთ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ყველა საკითხი იყო გაჟღერებული, ახლა ჯერი „აზოტის“ ხელმძღვანელობაზეა. მათ უნდა გადადგან ნაბიჯი და კონკრეტული შეთავაზება გახდეს ცნობილი. როგორც ამბობენ, ეს იქნება ხვალ“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ.

გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოთხოვნებს არ ცვლიან და აქციას დილიდან განაახლებენ. 

,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების ნაწილი მეოთხე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. გაფიცულთა ნაწილი გუშინ იურისტებთან ერთად საწარმოს მენეჯმენტს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა და შეხვედრა ხმაურით დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system