თავში

საჩხერეში, 50 მედიკოსის განმეორებითი ტესტირების პასუხი ცნობილია

საჩხერეში, 50 მედიკოსის განმეორებითი ტესტირების პასუხი ცნობილია
საჩხერეში, 50 მედიკოსის განმეორებითი ტესტირების პასუხი ცნობილია

საჩხერის კლინიკაში, იმ 50 მედიკოსს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, განმეორებითი საკონტროლო ტესტირება ჩაუტარდათ. 

მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ყველა ბიოლოგიური ნიმუშის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 

როგორც სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი საჩხერის სამედიცინო ცენტრი დღეს დილით დატოვა.

საჩხერის საავადმყოფოს ინფიცირებულ ექიმს ტესტს, გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ხვალ ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის მერის მეუღლე, რომელიც აღნიშნული კლინიკის თანამშრომელია, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ინფიცირებულ ექიმთან შეხება ქონდათ, კორონავირუსზე ტესტი აუღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system