თავში

საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბენიამინე ფალავანდიშვილის განცხადებით, მისი ცოლი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ვირუსი მას პაციენტისგან გადაედო. 

"გუშინ აუღეს ანალიზები. ვირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. თავდაპირველად მას ყელის არეში დისკომფორტი გაუჩნდა, რის გამოც ანალიზი ჩაიტარა. დანიშნულია განმეორებითი ტესტირებაც. ამ დროისთვის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში ვართ. უახლოეს პერიოდში ყველა ჩვენგანი შემოწმდება კორონავირუსზე", - განაცხადა ფალავანდიშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია - 36. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system