თავში

საჩხერის კლინიკის ყველა ექიმი იზოლაციაშია

საჩხერის კლინიკის ყველა ექიმი იზოლაციაშია
საჩხერის კლინიკის ყველა ექიმი იზოლაციაშია

"ჩვენი დაინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა სუსტად დადებითია, კიდევ ერთხელ გადამოწმდება მისი ანალიზები"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

მიხეილ ქამუშაძის თქმით, დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს კვლევები ჩაუტარდებათ. ვიდრე ყველა მათგანის პასუხი არ გახდება ცნობილი, ექიმები კლინიკას არ ტოვებენ. 

ექიმის ინფორმაციით, საჩხერის მერის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამავე კლინიკის თანამშრომელია - დამაკმაყოფილებელია. 

"მედიკოსები ამ დრომდე არიან კლინიკაში, მათ შორის მორიგეებიც. ისინი კლინკაში დარჩებიან მინიმუმ იქამდე, ვიდრე პასუხები არ გახდება ცნობილი. ჩვენი დაინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა სუსტად დადებითია, კიდევ ერთხელ გადამოწმდება მისი ანალიზები.

ეკიპირება გვქონდა და დღესაც გვაქვს მარაგი. რა თქმა უნდა, ექიმი პაციენტებთან ეკიპირებული შედიოდა. ახლა ვიკვლევთ თუ რომელი პაციენტისგან ან რა შემთხევაში დაინფიცირდა. დღეს ავიღეთ ანალიზები მასთან კონტაქტში მყოფ პირებთან და პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. პერსონალი ზოგადად ბევრია, ეს კონტაქტები ეპიდემიოლოგების მიერ შესაწყავლილია  და გაგზავნილია მასალა ანალიზისთვის. 

კლინიკა მთლიანად იზოლაციაშია, ის მორიგეები რომლებიც მუშაობდნენ , ახლაც კლინიკაში არიან და ვიდრე ყველა არ გამოიკვლევა ასე გაგრძელდება. ველოდებით შედეგ ნაბიჯებს და პასუხებს. ჩაუტარდათ მის ოჯახის წვერებსაც ტესტირება და მედპერსონალსაც. ყველა ჩვენს თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან თვითიზოლაციაში,"- განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საჩხერის მერის მეუღლე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბენიამინე ფალავანდიშვილის განცხადებით, მისი ცოლი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. 

ამ დროისთვის საჩხერეში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system