თავში

საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდა
საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდა

ქვეყანაში უკვე 22:00 საათია და ამ დროიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მიიღეს.

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.

შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარეულეებზე, ასევე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად. 

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system