თავში

საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას - მინისტრი

საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას - მინისტრი
საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას - მინისტრი

როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან საწყის ეტაპზე.

„ჯგუფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები და მსჯელობა, თუ ვინ უნდა იყვნენ პირველ რიგში აცრილი. აქ არის გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით სამედიცინო სამყარო ამაზე არ შეჯერებულა. თუმცა, როგორ გასაკვირადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად გამავრცელებლები, ვინაიდან მეცნიერები ყველაზე დიდ რისკს აქ ხედავენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system