თავში

,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს" - მესხიშვილი

,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს" - მესხიშვილი
,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს - მესხიშვილი

,,ჩემი ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის აკრძალული", - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენა.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აკრძალეს თითქმის არსად და სადაც იყო ისიც მოკლე ხნით, იმიტომ რომ მოსამზადებელი პერიოდი იყო ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად. არ აკრძალეს, იმიტომ რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული.

ჩვენთანაც ხომ ამბობდნენ რომ მობილობა უნდა შევამციროთ. ვის ხარჯზე შემცირდა მობილობა? იმათ ხარჯზე არ შემცირდა, ვინც ფლობს ავტომობილს, ვისაც აქვს საწვავის ფული და არ აქვს გადაადგილების პრობლემა. შემცირდა მობილობა მათთვის, ვისთვისაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი,", - განაცხადა დავით მესხიშვილმა. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, საზოგადოებას არათანაბარ პირობებში აყენებს.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ეკონომიკის გაღვიძება წარმოუდგენელია.

აუცილებლად უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანპორტი, მით უმეტეს, არავინ წინააღმდეგი არ არის ამ წესების დაცვის. რაც უფრო მალე აღდგება, მით უფრო თანაბარუფლებიანები ვიქნებით. მეც და ყველას გვეუხერხულება, რომ ჩვენ გადავაადგილდებით და სხვები არა. მაგალითად, დედაქალაქში 900 ათასი ადამიანი არ ფლობს კერძო ავტომობილს", - განაცხადა დავით მესხიშვილმა TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან აღდგება.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი მარტიდან ამუშავდება. 

როდის რა შეზღუდვა მოიხსნება - ყველაფერი დეტალურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system