თავში

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაციამ ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაციამ ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაციამ ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბაქოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია „ძლიერი და პრესტიჟული ადვოკატურა - თანამედროვე გამოწვევები" გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაცია, თავმჯდომარის - დავით ასათიანის ხელმძღვანელობით დაესწრო. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ასათიანმა აზერბაიჯანელ კოლეგებს 100 წლის იუბილე მიულოცა და ქართული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა ერთიანი ადვოკატურის მნიშვნელობასა და ქართველი ადვოკატების როლს სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ფორმირების პროცესში. ასევე, ისაუბრა ადვოკატისა და კლიენტის გაიგივების პრობლემასთან დაკავშირებით და მისი გადაჭრის იმ ზომებზე, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს. დავით ასათიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის მნიშვნელობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system