თავში

საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს აზერბაიჯანელ  უხუცესთა საბჭო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭო, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის უშიშროების საბჭოს, ევროპის პარლამენტს და აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მამართავს.

"ჩვენ, უხუცესები ვაცხადებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა 1988 წლიდან ატარებს აგრესიულ პოლიტიკას აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად, მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ლტოლვილად იქცა თავის სამშობლოში. სომხეთის პროვოკაციული ქმედება და აგრესია აზერბაიჯანელების მიმართ ამით არ დასრულებულა. მათ დაიპყრეს აზერბაიჯანის მიწები. ამ ოკუპაციის შედეგად, აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი დაიკარგა, მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა. როგორც ცნობილია სომხეთის აგრესია მათი ფაშისტური იდეოლოგია და ტერორისტული აქტები მიმდინარეობს 30 წლის მანძილზე. სომხეთის ჯარები გარბიან ბრძოლის ველიდან, აგებენ ომს, ამის გამო სომხური არმია მიზანმიმართულად ცეცხლს უხსნის სომხეთის მოსაზღვრე რაიონების აზერბაიჯანულ მშვიდობიან მოსახლეობას: კერძოდ, ქ.განჯას, ქ.მინგეჩაურს, ქ.ბარდას, ქ.ტერტერს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა და ასობით დაშავდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო ოთხი რეზოლუცია სომხეთის დანაშაულებისა და აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის შესახებ. სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ, აზერბაიჯანის ქალაქების დაბომბვა ეწინააღმდეგება გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. 

ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭო, მკაცრად ვგმობთ სომხეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერორისტულ ქმედებებს. გთხოვთ თქვენ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაგმოთ სომხეთის ეს ქმედებები და თავი აარიდოთ მათ ვანდალურ, ტერორისტულ და აგრესიულ პოლიტიკას. სომხეთის მთავრობა, რომელიც ასეთ არაადამიანურ ქმედებებს ჩადის, პასუხს აგებს საერთაშორისო სასამართლოში და მიიღებს დამსახურებულ სასჯელს. ჩვენ, მოვუწოდებთ მშვიდობისმოყვარე ყველა ქვეყანას და ორგანიზაციას, დაგმონ სომხეთის მიერ გატარებული ტერორისტული ქმედებები და აგრესიული პოლიტიკა, არ დაუშვან უდანაშაულო , მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა." - აღნიშნულია მიმართაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system