თავში

საქართველოს კიდევ 4 სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

საქართველოს კიდევ 4 სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო
საქართველოს კიდევ 4 სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system