თავში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტის მიმართ პოლიციის მხრიდან ღირსებისშემლახველ ფაქტებს გამოეხმაურა საქართველოს საელჩო საბერძნეთში. 

დიპლომატიური უწყების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა მათი მუშაობის მთავარი მიმართულებაა. 

"ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა, და თვლის რომ არ უნდა იყოს დაკავებული.

მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ გაირკვეს სიმართლე აღნიშნულ საქმეზე და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომლეზეც მისი ადვოკატი დაიცავს მის ინტერესებს.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system