თავში

საქართველოში "ბუსტერის" ვადა შეიცვალა

საქართველოში "ბუსტერის" ვადა შეიცვალა
საქართველოში ბუსტერის ვადა შეიცვალა

ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, 3 თვემდე მცირდება. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, "ომიკრონის" შტამის გავრცელების შემდეგ ბუსტერ დოზის საჭიროება გამოიკვეთა.

„დღეს საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბუსტერდოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. თუ აქამდე ბუსტერდოზა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, ხოლო „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ ჩატარებიდან სამ თვეში, ახლა რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი ვაქცინისთვის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან. ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც ორი დოზით ვაქცინირებულს, გარდა „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დონეზე და ამას დაემატება ბუსტერდოზის აუცილებლობაც, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს“, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღემდე PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება ნებადართული იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლებოდა. 

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ამავე ბრძანების მიხედვით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით -„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილი პირებისთვის ბუსტერდოზა დასაშვები იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 3-თვიანი ინტერვალის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system