თავში

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

​საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება
საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები შეიქმნება, რომელიც საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან. „EMT” ჯგუფი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც შეძლებს საველე დახმარების აღმოჩენას.

პროექტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის სამოქმედო გეგმა გაწერეს. გერმანულმა წარმომადგენლობამ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ASB“-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system