თავში

საქართველოში ინდური შტამის შემთხვევები დაფიქსირდა - კახაძე

საქართველოში ინდური შტამის შემთხვევები დაფიქსირდა - კახაძე
საქართველოში ინდური შტამის შემთხვევები დაფიქსირდა - კახაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, – განაცხადა კახაძემ მედიაცენტრ „მთავარში“

კახაძის ინფორმაციას უარყოფს დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, „ინდური შტამი“ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა.

ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს, რადგან ინდოეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარები ე.წ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. 

ინდური შტამის შესახებ ლადო კახაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასევე არ დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system