თავში

საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტები ხვალიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტები ხვალიდან შემოვა
საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტები ხვალიდან შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან შემოვა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტები ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეირჩა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ტესტები 100 პროცენტიანი სიზუსტით უზრუნველყოფს დაავადების გამოვლენას ინფიცირების პირველივე დღეებში. 

თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system