თავში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ბავშვი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ბავშვი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ბავშვი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი კონკრეტულ ასაკს არ ასახელებს. მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

"ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემოტანილი შემთხვევა. მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი. ასაკს არ ვამბობთ.  0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი.  მისი ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არ არის მძიმე და იმედია, არც მომავალში იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს, ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება,"-განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის, ქვეყანაში უკვე 54 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად,კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 291 ადამიანი გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system