თავში

საქართველოში ოთხი 14 წლამდე ასაკის მოზარდია კორონავირუსით ინფიცირებული

საქართველოში ოთხი 14 წლამდე ასაკის მოზარდია კორონავირუსით ინფიცირებული
საქართველოში ოთხი 14 წლამდე ასაკის მოზარდია კორონავირუსით ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათაგან, ოთხი პაციენტი 14 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტია განთავსებული, საიდანაც 4 - არასრულწლოვანია. ეზუგბაიას თქმით, ის არ გასცემს დამატებით პერსონალურ ინფორმაციას. 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system