თავში

საქართველოში შანაი ბრუკის ძმა ჩამოვიდა

საქართველოში შანაი ბრუკის ძმა ჩამოვიდა
საქართველოში  შანაი ბრუკის ძმა ჩამოვიდა

მთაწმინდაზე მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ძმა საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას მედიასთან ბრუკის მეგობრები ადასტურებენ. მოკლული ახლგზრდა ქალის ძმა მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით მძიმე ემოციური ფონის გამო ვერ აკეთებს. 

პარალელურად საგამოძიებო უწყებაში ბრუკის მეგობრების გამოკითხვები გრძელდება. 

"გუშინ ვიყავი გამოკითხვაზე, დამისვეს კითხვები შანაიზე, სად და როგორ გადაადგილდებოდა, ბოლოს როდის ვნახე და რა ინფორმაციას ვფლობდი. მანახეს ფოტო მამაკაცის, რომელიც არადსროს მინახავს. არ ვიცი ეს ფოტო რის საფუძველზე შეადგინეს. შანაის მშობლები ვერ ჩამოდიან საქართველოში, თუმცა ჩამოვიდა მისი ძმა. მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე ჯერჯერობით მასთან კომუნიკაცია არც მეგობრებს გვაქვს", - ამბობს ბრუკის მეგობარი. 

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაი ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system