თავში

საქართველოში შემთხვევების 10% ინდურ შტამზე მოდის - ცერცვაძე

საქართველოში შემთხვევების 10% ინდურ შტამზე მოდის - ცერცვაძე
საქართველოში შემთხვევების 10% ინდურ შტამზე მოდის - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% ინდური შტამია.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინდური შტამის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაგალითად ბრიტანული ან ჩინური შტამები.

"მოხდა გადათვლა სპეციალური ფორმულების მიხედვით და ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული შემთხვევების 10% მოდის ინდურ შტამზე. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა დომინანტური ინდური შტამი, არ ვიცით, ჯერჯერობით ბრიტანული შტამია დომინანტური.

რითაც განსხვავდება ინდური შტამი, ეს არის უფრო იოლი გადადების და უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული ჩინური შტამი და ბოლო კვლევებით, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ბრიტანული შტამი", -  განმარტა ცერცვაძემ.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის დომინანტური გავრცელება მოსალოდნელია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის, ანუ "დელტას" 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მათი გათვლებით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 10 პროცენტს საქართველოში სწორედ ინდური შტამი შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system