თავში

საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ასეთი სულ ორი-სამი შემთხვევაა. რაც შეეხება ზოგადად რეინფიცირების შემთხვევებს, ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ასეთი 10-15 შემთხვევა გამოვლინდა.

„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ 10-15 შემთხვევაზე მეტი არ არის და ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ბრიტანული შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან სწორედ ბრიტანული შტამია და რეინფიცირების სულ 10-15 შემთხვევაა. 

რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system