თავში

სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა
სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ report.ge-ს ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. სახალხო დამცველმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც აპარატი ბოლო თვეების განმავლობაში აწყდება და რაც შესაძლოა, ხელს უშლიდეს, ან აბრკოლებდეს სახალხო დამცველის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას. მათ შორის, ნახევრად ღია ტიპის ციხეებში ვიზიტებთან დაკავშირებით.

„ელჩის ვიზიტი კიდევ ერთი დადასატურებაა იმ ფაქტის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მუდმივად უცხადებს მხარდაჭერას სახალხო დამცველის აპარატს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კელი დეგნანმა შეშფოთება გამოხატა ომბუდსმენის აპარატის წინააღმდეგ თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ძალიან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს. ძალიან შევშფოთდი, როდესაც შევიტყვე სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ. სიძულვილის ენა მომწამვლელია, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

სახალხო დამცველის აპარატი დიდ როლს ასრულებს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც. ეს ის არის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება - მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა და ნაკლები სიძულვილის ენა და თავდასხმები“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system