თავში

,,სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია" - გმირი ძაღლი თავს კარგად გრძნობს

,,სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია" - გმირი ძაღლი თავს კარგად გრძნობს
,,სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია - გმირი ძაღლი თავს კარგად გრძნობს

ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ლომკარია წერს და გმირი ძაღლის ფოტოებს აქვეყნებს.

,,შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თავისი პატარა მეგობრის უსაფრთხოების გამო, მყისიერად ,,მგლის ხახაში" ჩაჰყო თავი. საბედნიეროდ, სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია. ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ წავიდა. კვლავ მზადაა ხიფათს გადაეყაროს, აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას და თავის სამფლობელოს სულ სიხარულის ყიჟინით ავსებს.

ჩვენის მხრივ, დიდად დაფასებული და პატივნაცემი ჰასკის სამფლობელო დავამუშავეთ რეპელენტით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უცხო სტუმრებისგან. ვფიქრობ ამ სიმპათიური გოგონასგან ერთი გმირობაც საკმარისია, მეტს ვეღარ შევკადრებთ, აწი სულ განებივრება და მოფრთხილება უნდა. გემრიელი ნუგბარითაც მოვიკითხეთ და აწი შეუძლია თამაშით და ჭამით დაიღალოს. დღეიდან ამის შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია", - წერს ლომჯარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system