თავში

თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება
თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს, შესაძძლოა, გია ყანჩელის სახელი მიენიჭება. აღნიშნული ინიციატივით დედაქალაქის საკრებულო გამოდის და ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ, მთელს საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

თბილისის საკრებულო უსამძიმრებს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 5 ოქტომბერს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system