თავში

სახელმწიფო იქცა გველეშაპად, რომელიც გვახრჩობს" - გიორგი მთიულიშვილი

სახელმწიფო იქცა გველეშაპად, რომელიც გვახრჩობს" - გიორგი მთიულიშვილი
სახელმწიფო იქცა გველეშაპად, რომელიც გვახრჩობს - გიორგი მთიულიშვილი

„სახელმწიფო იქცა იმ გველეშაპად, რომელიც პირდაპირი მნიშნველობით, გვახრჩობს. ჩვენი სფერო ერთი წელია გაჩერებულია", - ამის შესახებ გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი ე.წ. დაუმორჩილებლობა ბიზნესს სახელმწიფომ აიძულა.

მსოფლიოში 232 ქვეყანაა და არ არის ასე ჩაკეტილი, 7-8 ქვეყანაშია მსგავსი შეზღუდვები და ერთ-ერთი არის ზიმბაბვე, ასე რომ არის ჩაკეტილი. ამაზე თუ ვჯერდებით, რომ ერთი წელი სხვა ქვეყნებში ასეთი მძაფრი შეზღუდვები არ იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენივე სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ პანდემიამ დაგაზარალა, გახრჩობს. მახრჩობელა გველის პოზიციაში მოგვევლინა და გვახრჩობს, არათუ გამოსავალს გვთავაზობს. დღეს არ უნდა გამოსულიყო თურნავა მუქარით, გეგმით უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ჩვენი ბრალია, რომ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანეთო, აღიარონ ამ ადამიანებმა, რომ მათი ბრალია, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით და რაღაც გამოსავალი გამოეტანა,“ - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურ გახსნას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system