თავში

სამგორში ომში დაღუპული მამა-შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

სამგორში ომში დაღუპული მამა-შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
სამგორში ომში დაღუპული მამა-შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების გმირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფაში. 

„აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ჩვენ დღესაც გვახსოვს ის უმძიმესი, ტკივილით სავსე დღეები. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს გავხსენით ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის გმირია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა - ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშში დაიღუპა. გზირიშვილების ოჯახმა სამშობლოს ერთიანობისა და სადარაჯოზე 2 ადამიანი დაკარგა. სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი სამშობლო. ნამდვილად გმირობაა, როდესაც ადამიანი თავის ბედს, თავის კარიერას სამშობლოს დაცვას უკავშირებს. ქედს ვიხრით გმირების წინაშე და უსაზღვროა ჩვენი მადლიერება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system