თავში

"სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და ახალგაზრდები" - მაია ჩხაიძე

"სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და ახალგაზრდები" - მაია ჩხაიძე
სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და ახალგაზრდები - მაია ჩხაიძე

"ომიკრონის" სამიზნე, ძირითადად ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ადამიანები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალი შტამის სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.

"ომიკრონის" სამიზნე აღმოჩნდა ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რადგანაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბავშვებში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა, ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც ასე იქნება. ამის გამო ჰოსპიტალურ სექტორზე იქნება დიდი ზეწოლა. იქნებ, როგორმე მოვახერხოთ, რომ ვისაც არ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, მან არ მოაკითხოს საავადმყოფოებს და არ მოვათავსოთ კლინიკებში"- აცხადებს მაია ჩხაიძე. 

ნახეთ, ომიკრონის რამდენი შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში. 

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system