თავში

"სანამ გული გამისკდება, მოგიყვებით რა" - გიგა მაქარაშვილი

"სანამ გული გამისკდება, მოგიყვებით რა" - გიგა მაქარაშვილი
სანამ გული გამისკდება, მოგიყვებით რა - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უსახლკარო მოხუცების დაბინავებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, უსახლკარო ადამიანებისთვის ბინების დათმობის მსურველები კიდევ გამოჩნდნენ.

"სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა...

4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე და მოვყევი ამბავი, როგორ დაუთმო ემიგრანტების ოჯახმა გამოკეტილი სახლი უსახლკარო მოხუცებს…

იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს??

კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა.

ანუ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დავაბინავებთ!

დავაბინავებთ და ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ! 

ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system