თავში

საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს 8 თვის ორსული ქალი გადასცა

საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს 8 თვის ორსული ქალი გადასცა
საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს 8 თვის ორსული ქალი გადასცა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 8 თვის ორსული თათია ადიკაშვილი ქართულ მხარეს უკვე გადასცა. ის ამ დრომდე, ოკუპირებულ ცხინვალში საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. 

ინფორმაცია Report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, თათია ადიკაშვილი სახლში დაბრუნებას საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალი კი ქართულ მხარეს დღეს გადასცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system