თავში

"საპატიო თბილისელი გამოაკლდა ჩვენს რიგებს" - კახა კალაძე

"საპატიო თბილისელი გამოაკლდა ჩვენს რიგებს" - კახა კალაძე
საპატიო თბილისელი გამოაკლდა ჩვენს რიგებს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

"ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული და მასზე მოამაგე, საპატიო თბილისელი, თბილისის კოლორიტი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის არქიტექტურის განვითარებაში.

მთელი გულით ვიზიარებ გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრების, მეგობრების, მისი კოლეგების მწუხარებას.

გიგა ბათიაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება თბილისის არქიტექტურაში", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system