თავში

საპატრიარქო: 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს

საპატრიარქო: 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ
საპატრიარქო: 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს

საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის წესის აგებასთან დაკავშირებით ოჯახს საპატრიარქოსთვის არ მიუმართავს. 

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხზე მსჯელობა და ანალიზია საჭირო.  

"საპატრიარქოსთვის არ მოუმართავს ოჯახს და ეს ლოგიკურიც არის. ჯერ ამაზე თავად ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა იმსჯელოს. მე როგორც ვნახე ინტერვიუში, მეუფემ დაავალა მოძღვარს, რომ გარემოებები შეისწავლოს. ზოგადად ასე ხდება ხოლმე, გარემოებებს სჭირდება გარკვეული ანალიზი, თუ რა მოხდა იქ. 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს, რომელშიც ის მოხვდა. ყველა შემთხვევაში სამსჯელო საკითხია," - განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას".

ცნობისთვის, რადგან საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, შესაძლოა ბავშვს სასულიერო კანონების მიხედვით, წესი არ აუგონ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. 24 აგვისტოს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system